როგორი ამინდია მოსალოდნელი შობის ღამეს

როგორი ამინდია მოსალოდნელი შობის ღამეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ინვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მთაში და მაღალმთაში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა კი +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +7, +12 გრადუსია ნავარაუდევი.

შობის ღამეს თოვლი მოსალოდნელია ძირითადად შიდა ქართლში და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ზონაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს.

თბილისში 6 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. შობის ღამეს კი წვიმაა მოსალოდნელი.