ასტროლგი მიხეილ ცაგარელიო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
"ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ ხვალ 6 იანვარს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა! მოერიდეთ მზეზე სიარულს ნეგატიურ დასხივებას, ნუ გადაიღლებით, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქო-ემოციურად.
განეწყვეთ პოზიტიურად და მშვიდად განვლეთ ეს დღე. კარგია მომავალი 1 თვის საქმეების დაგეგმვა. გისურვებთ ბედნიერ შობას, სიკეთეს, სიყვარულს, ხვავს, ბარაქას და კეთილგონიერებას! გაუგზავნეთ სამყაროს მადლიერება და სიყვარული! უსურვეთ უკლებლივ ყველას ბედნიერება და სიყვარული", - ნათქვამია ცაგარელის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.