როგორ მიადვილდება ასეთი განცხადებების მერე პასუხი

როგორ მიადვილდება ასეთი განცხადებების მერე პასუხი

ეკა ბესელია სოციალური ქსელის საშუალებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

“როგორ მიადვილდება ასეთი განცხადებების მერე პასუხი… ასახსნელიც კი არაფერია, თუმცა წინადადებას დასრულება უნდა…კომფორტზეც იზრუნეს და ნეტა რატომ???ან რატომ თქვა ეკა ბესელიამ უარი დაწინაურებაზე და თბილ კაბინეტზე??? ჰმ…”-წერს ეკა ბესელია.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით მან ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა.