პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო France Internationale ავრცელებს. მედიის ცნობით, 2019 წლის პირველ დემონსტრაციაზე რამდენიმე ასეულმა მანიფესტანტმა გზის გადაკეტვა სცადა, თუმცა მათ სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს.
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ოფიციალური მონაცემებით, დღევანდელ დემონსტრაციაზე პარიზში 3 500 ადამიანი გამოვიდა. დედაქალაქის გარდა აქციები ბორდოში, ტულუზასა და რამდენიმე სხვა დიდ ქალაქშიც გაიმართა.