გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე

გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე

ბოლო პერიოდში ვითარება დრამატულად შეიცვალა, თუმცა გიდასტურებთ, რომ ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე საუბარი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ ნამდვილად იყო საუბარი გუნდში და არსებობდა მოსაზრება გარკვეულ გადანაცვლებებზე, მათ შორის კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე.

„ბოლო პერიოდში ვითარება დრამატულად შეიცვალა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე და შესაბამისად, ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე“, – აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განცხადებით, პარლამენტში ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერის თანამდებობისთვის განკუთვნილი კაბინეტი მომზადდა.

„სექტემბრის თვეში პარლამენტის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ დავალება, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის შესაბამისი ფართი მოგვეძიებინა და შესაბამისად მოგვეწყო. ფართის მოძიების შემდეგ, უკვე მივიღეთ კონკრეტული დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო. ამ დავალების მიღების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო იურიდიული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარისთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამხდარიყო. ეს ხდებოდა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში. ახლა ძნელი სათქმელია, ვინ დაიკავებს ამ კაბინეტს, რადგან ოთახი განკუთვნილია მაღალი თანამდებობის პირისათვის“, – აცხადებს პარლამენტის დავით გელაშვილი.