“ფრაქციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

“ფრაქციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ესწრებოდა.

დეპუტატი ფრაქცია ქართული ოცნების იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ეკა ბესელიას მხარდამჭერ გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს.

„კრიზისს ამას ვერ დავარქმევთ. არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ახასიათებს ქართულ ოცნებას – თემები არ არის, რაც გარეთ არ გამოდის და ვფიქრობ, ეს სწორია. გამჭვირვალობის ეს ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ სკანდალურად არის წარმოჩენილი. ეს თემა მართლაც მნიშვნელოვანია, რომელიც მოსამართლეებს ეხება და კომიტეტში დანიშვნის, არჩევის საკითხებს ეხება. ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებაც არის ის, რომ გარკვეული პროცედურული დარღვევებიც იყო და ვფიქრობ, პოლიტიკურადაც არასწორი იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ფრაქციასთან შეუთანხმებლად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფრაქციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.