უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა.
საზეიმო ცერემონია სტამბულში გაიმართა. ცერემონიას უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ეპიფანე და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც დაესწრნენ.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.
6 იანვარს კი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მეთაურს მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს გადასცემენ.
ხელმოწერამდე პატრიარქმა ბართლომემ საგანგებო მიმართვა გაავრცელა და მართლმადიდებლურ სამყაროს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.
შეგახსნებთ, 2018 წლის პირველ სექტემბერს სტამბულში მსოფლიო საპატრიარქოს სინაქსი გაიხსნა, რომელზე გამოსვლისას, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება გამოაცხადა.