პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხალხის მხარდაჭერას კარგავს.
"დაიშლება თუ არა "ქართული ოცნება“ - ეს მათი პრობლემაა. მაგრამ ის, რომ მმართველი ძალა კარგავს ხალხის მხარდაჭერას - ეს უკვე ფაქტია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ "ქართული ოცნება“ იწყებს ყველა იმ რეფორმის განხორცილებას, რაც ჩვენს საზოგადოებაში მხარდაჭერით არ სარგებლობს. საბოლოო ჯამში, მმართველი პარტია თუ ხალხის მხარდაჭერას დაკარგავს, უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება შეინარჩუნებენ თუ არა ისინი ერთობას იმიტომ, რომ საზოგადოება სწორედ მაგ ერთობით გაუშვებს მათ იქ, სადაც საჭიროა“, - განაცხადა "2020NEWS“-თან საუბრისას დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდში დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის წარდგენას მოჰყვა, რის შემდეგაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.
სწორედ ამის შემდეგ, მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.