თავდაცვის ექსმინისტრი და "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:
"ამასობაში, ერთი თვის თავზე, პრინციპული არჩევანის გამკეთებლების მონაგარია:
- მურუსიძე სამიდღემჩიოდ
- ფარცხალაძე სამიდღემჩიოდ
- პარლამენტში ზონდერების სია, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი პრინციპული სპიკერი ლობირებს
- გაზრდილი გადასახადი
- შემოსაბრუნებლად გამზადებული კანაფის კანონმდებლობა
- დაკარგული პრეზიდენტი
- კვლავაც სამართლის მომლოდინე შვილმკვდარი მამები
- მათიკაშვილის ნახევარი მილიონით გაზრდილი უძრავი ქონება
გავაგრძელო 41-მდე თუ დაგინდოთ?
კიდევ მეტ "პრინციპულობას" მოვესწრებით შემდეგი ერთი თვის თავზე გული მიგრძნობს", - წერს ხიდაშელი.