ბესელია, ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი, ჭიჭინაძე, პოღოსიანი - ნაწყენი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან

ბესელია, ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი, ჭიჭინაძე, პოღოსიანი - ნაწყენი დეპუტატები ახალ ფრაქციას ქმნიან

მმართველ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. პარლამენტის კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მწვავე ვითარება, სავარაუდოდ, „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების ნაწილის წასვლით და ახალი ფრაქციის შექმნით დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამო დაწყებული განხეთქილების შემდეგ ქართულ ოცნებას“ სიით უკმაყოფილო დეპუტატები ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით დატოვებენ. ახალ ფრაქციას სათავეში, სავარაუდოდ, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჩაუდგება. ერთ-ერთი პირველი ამ სიაში გედევან ფოფხაძე სახელდება.

ეკა ბესელიას ახალი ფრაქციის წევრებად ფოფხაძესთან ერთად სახელდებიან ასევე ლევან გოგიჩაიშვილი, რუსლან პოღოსიანი და დავით ჭიჭინაძეც, თუმცა ფრაქციის შესაქმნელად კიდევ ერთი დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

დაპირისპირების ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამუშაო კაბინეტი უკვე ერთი კვირაა, დაკეტილია. არჩილ თალაკვაძე არც თანაგუნდელებთან და არც ტელეკამერებთან არ ჩნდება. „კურიერის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს იძულებითი პოლიტიკური ტაიმ აუტი აქვს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერი უბრალოდ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ისვენებს.