თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საპრეზიდენტო არჩევნების ერთი თვის შედეგებს აჯამებს. როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, "პრინციპული არჩევნებიდან" ერთი თვის თავზე, უამრავი პრობლემა დაგროვდა და სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
მისი აზრით, ხელისუფლება პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებს. ამიტომაც საზოგადოება მეტი "პრინციპულობის" მომსწრე გახდება.
"ამასობაში, ერთი თვის თავზე, პრინციპული არჩევანის გამკეთებლების მონაგარია: 1. მურუსიძე სამიდღემჩიოდ; 2. ფარცხალაძე სამიდღემჩიოდ; 3. პარლამენტში ზონდერების სია, რომელსაც ერთ ერთი მთავარი პრინციპული / სპიკერი ლობირებს; 4. გაზრდილი გადასახადი; 5. შემოსაბრუნებლად გამზადებული კანაფის კანონმდებლობა; 6. დაკარგული პრეზიდენტი; 7. კვლავაც სამართლის მომლოდინე შვილმკვდარი მამები; 8. მათიკაშვილის ნახევარი მილიონით გაზრდილი უძრავი ქონება... გავაგრძელო 41-მდე თუ დაგინდოთ ?! კიდევ მეტ "პრინციპულობას" მოვესწრებით შემდეგი ერთი თვის თავზე, გული მიგრძნობს", - წერს ხიდაშელი.