დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში" - ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია არ გამორიცხავს, რომ პარტიის დაშლა თავად ბიძინა ივანიშვილის სცენარის ნაწილიც იყოს.
"ოცნების" დაშლა ახლა უფრო რეალისტურია ვიდრე არჩევნებამდე. რამდენიმე სახეა გამოკვეთილი, რომელიც ალბათ დატოვებს პარტიას და ცალკე გააგრძელებენ საქმიანობას. ჭიჭინაძეს ალბათ ბესელია და გედევან ფოფხაძე მიჰყვება. გოგიჩაიშვილის ფაქტორმაც წამოიწია წინ, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ მოსამართლეების თემას. ხოლო ძველი გუნდიდან ალბათ ქანთარიაც შეურთდება, რადგან კობახიძის მიმართ დადებითად განწყობილი არც ისაა.
მაგრამ ესენი გახდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეები, ესაა ახლა მთავარი საკითხი.
ივანიშვილს ან გაექცა სადავეები ან კიდევ პირიქით, ძალიან კარგად ფლობს. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი შლიდეს პარტიას და ცდილობდეს რამდენიმე პოლუსის შექმნას... შედაგად ამ პოლუსებიდან დაიწყებს ოპერირებას პოლიტიკურ ბაზარზე, როგორც ბიზნესშია ხოლმე. მაგალითად, სუპერმარკეტი დაშალო და საპროფილო მაღაზიებად გაუშვა. და მერე ნახოს რომელ გუნდს შეუძლია მისთვის წარმატების მოტანა. ანუ ბაზარი დაიპყროს არა ჰიპერჯგუფით, არამედ შედარებით წვრილ-წვრილი ჯგუფებით", - აცხადებს გამზარდია „კვირის პალიტრასთან".