„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის“ - ოხანაშვილი „ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე

„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის“ - ოხანაშვილი „ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე

დაპირისპირება მმართველ გუნდში - დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ გუნდში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მისი თქმით, „ქართული ოცნება" გუნდის თითოეულ წევრს უფრთხილდება და არსებული უთანხმოებები, მსჯელობის მორიგი პროცესია.

„კრიზისის ნიშნებიც კი არ არის, ასეთი სიტუაციები ყოფილა სხვა დროსაც. ამიტომ ეს არის მიმდინარე მორიგი პროცესი, სადაც პოზიციები შესაძლოა იყოს სხვადასხვა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს და აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ აქ ადგილი აქვს კრიზისს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

"ქართულ ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა.