ყოფილი პატიმარი ერთწლიან დუმილს არღვევს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი აბდალაძე ციხეში ყოფნისა და ჩვენების მიცემის ისტორიას იხსენებს. აბდალაძე ჰყვება, რომ ჩვენება ზეწოლისა და იძულების შედეგად მისცა. ფოტოგრაფის მტკიცებით, აღიარებითი ჩვენება კუდის თანამშრომლებმა, მათ შორის, დავით დევოზაშვილმა დააწერინა, ეს ის დევნოზაშვილია, რომელიც გაზეთ ბათუმელების ჟურნალისტს 2009 წელს აშანტაჟებდა. აბდალაძე იხსენებს, რომ ჩვენების მიცემაში კუდის თანამშრომლები ეხმარებოდნენ და სთხოვდნენ, ეღიარებინა, რომ მისი ჯაშუშობა ცხინვალიდან იწყებოდა.ფოტოგრაფის ვარაუდით, მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი 2011 წლის 26 მაისს გადაღებული ფოტოებია.