დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ბოლო დღეების განმალობაში „ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების დაკავების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. საერთო ჯამში დაკავებულია 20-მდე ადამიანი და კოალიციის შეფასებით, აშკარაა, რომ ხელისუფლება „ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. დღესვე მაია ფანჯიკიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მედიის საშუალებით გავრცელებულ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოკადრებს. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს ერთ სიბრტყეში განიხილოს თავად დანაშაულის ჩადენა და მისი გამომზეურების მეთოდიკა. „ქართული ოცნება ემიჯნება ამ ფაქტს, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე თუ რატომ და როდის გადაწყვიტა ციხის ყოფილმა თანამშრომელმა ამ კადრების გამომზეურება. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩანაწერების დამზადებასა და მის გავრცელებასთან ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას" არანაირი კავშირი არ აქვს" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ