"ქართული ოცნების"აქტივისტების ცემა(VIDEO)

დაკავებებთან ერთად ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმებიც გრძელდება. გარდაბანში მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის წევრს უცნობმა ქალმა სახეში გაურკვეველი ნივთიერება შეასხა. შემთხვევა მუხიანში, დაზარალებულის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუბა დვალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული იხსენებს, რომ თავდამხმელი შემთხვევის ადგილიდან შკოდას მარკის თეთრი ფერის ავტომობილით მიიმალა, მანქანას ტრანზიტული ნომრები ჰქონდა. ექიმებმა პირველი ლაბორატორიული ცდის შედეგად დვალისთვის შესხმული ნივთიერების შემადგენლობა ვერ დაადგინეს, ექსპერტიზა გრძელდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიმართვის მიუხედავად, მომხდარით სამართალდამცავები ამ დრომდე არ დაინტეერსებულან. ფაქტს გარდაბანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა არეშიძე პოლიტიკური მოტივით ხსნის.