თბილისის შპს რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები გაიფიცნენ. მედიცინის მუშაკები აცხადებენ, რომ მათ ხელფასები შვიდი თვის, ზოგს კი ერთი წლის განმავლობაში არ მიუღიათ. ექიმების თქმით, პაციენტებზე ზრუნვა მათი მხრიდან არ შეწყდება, თუმცა პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მოგვიანებით, აქციაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ და პრობლების გადაჭრას უახლოესი ორი კვირის მანძილზე დაპირდნენ.