20 000-ს მთხოვდა მიხეილ რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს მათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა განაცხადა.
„ერთლარიანი მოსამართლეები იყვნენ, ერთლარიანი პროკურორები.
ჩემზეც ახლა, ლარი გამომიწერა, ჩემზე თუ დაკვეთა არ იყო, ცოტა ხნით ადრე, გოგა ხაინდრავამ ხუთი რამე დააბრალა ეკა გიგაურს, იმაზე არაფერი არ იყო და ვიღაც რამიშვილზე რაღაც ვთქვი და ჯერ გასარკვევია, მართალი ვთქვი თუ ტყუილი. საქართველოში არ არის ცილისწამებაზე მუხლი. 20 000-ს მთხოვდა რამიშვილი, ლარად შეუფასა სასამართლომ, მაგრამ ლარს იმათ გადავახდევინებ თვითონ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. მე არ ვარ ის კაცი, ვიღაცას თავი დავუხარო", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა. მისი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.