სინოდის სხდომაზე „ციანიდის საქმის" არგანხილვის გამო, მეუფე პეტრე ცაავას მხრიდან პატრიარქის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ქორეპისკოპოსი იაკობისგან მუქარა მოჰყვა. ბოდბელი ეპისკოპოსი, ჭყონდიდელ მიტროპოლიტს უავტორიტეტოს უწოდებს და აცხადებს, რომ ის მას „გასაკეთებელს გაუკეთებს".
„თვითონ ხომ უნდა იცოდეს შიგნით რა ავტორიტეტია. ეხლა თუ „ნაციონალურ მოძრაობაში" ავტორიტეტია სხვა რაღაცაა... ჩვენთან რაღაცა ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს მაგი. აბსოლუტურად ავტორიტეტი არაა ჩვენთან... მე შეიძლება პირადად რაღაცა გავუკეთო, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს. ეს არის მე ვფიქრობ რუსეთის შემოთავაზება, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ. პატრიარქს დაარტყან, იმას დაარტყან, მე არც რუსეთი მაინტერესებს და არც კონსტანტინოპოლი, პირდაპირ გეტყვით ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს."- განაცხადა მეუფე იაკობმა „ტვ პირველთან".
კთხვაზე დაკარგავს თუ არა ჭყონდიდის მიტროპოლიტი სასულიერო წოდებას, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა:
„როგორც იქცევა თუ არ შეინანა... ჩვენთვის არის როგორც აი, ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია ვიდრე მაგი... როგორც იქცევა, პირდაპირ გეუბნებით... მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს რომ ვიღაცეებმა გააპრაონ, ჰოდა ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე გავაკეთებ იმას, რაც გასაკეთებელია, რომ იცოდეთ და მერე ყველა დამეთანხმება"- დასძენს მეუფე.