„ქართველი ტერორისტის“ შეწყალებისთვის ხაჯიმბას „საკონსტიტუციო სასამართლოში“ უჩივლეს

„ქართველი ტერორისტის“ შეწყალებისთვის ხაჯიმბას „საკონსტიტუციო სასამართლოში“ უჩივლეს

გიორგი ლუკავას შეწყალების გამო, რაულ ხაჯიმბას მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას ახალ უკვე აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. როგორც აფხაზური მედია წერს, 28 დეკემბერს გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემის ფაქტის შემსწავლელმა „საპარლამენტო კომისიამ“ მოამზადა „საკონსტიტუციო სასამართლოში“ გადასაცემი მასალები. „სასამართლო" სხდომას კი დე ფაქტო პარლამენტის სახელით ამ სარჩელის ერთ-ერთი ინიციატორი, „დეპუტატი“ რაულ ლოლუა დაესწრება.

ცნობისთვის, 2017 წლის 25 დეკემბერს, დრანდის ციხიდან გაათავსუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს 51 წლის გიორგი ლუკავა, რომელსაც აფხაზეთში პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირში სდებდნენ ბრალს და 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 4-5 იანვარს სოხუმში, დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა. 

მაშინ სეპარატისტული ხელისუფლება იმით იმართლებდა თავს, რომ ლუკავას შეწყალება და ქართული მხარისათვის გადაცემა ტყვეთა გაცვლის შეთანხმების ნაწილი იყო. კერძოდ, მის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ რამდენიმე ცხინვალელი მოქალაქე შეიწყალა და ასეთი გაცვლის გადაწყვეტილება „პრეზიდენტმა“ ხაჯიმბამ სწორედ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების თხოვნით მიიღო.

ამ განმარტეტების შემდეგ სოხუმში ვნებები თითქოს ჩაცხრა და სოხუმში აქციებიც შეწყდა, თუმცა მალევე შეიქმნა „გიორგი ლუკავას შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უფლებამოსილების მათრთლზომიერად გამოყენების საკითხის შემსწავლელი“ ე.წ. საპარლამენტო კომისია, რომელმაც თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ხაჯიმბას გამამტყუნებელი დასკვნა დადო და ახლა მას „საკონსტიტუციო სასამართლოში“ უჩივის.