სიმწრით შეკოწიწებულ ერთობას დიდი დღე არ უწერია, სააკაშვილს მათთვის აღარ სცალია

სიმწრით შეკოწიწებულ ერთობას დიდი დღე არ უწერია, სააკაშვილს მათთვის აღარ სცალია

უკვე დაიწერა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიცია, დიდი ალბათობოთ მიატოვა და ამაზე მეტყველებს მისი ბოლო ფეისბუქ აქტივობებიც, სადაც ის ახალ პოლიტიკური გატაცებაზე აკეთებს სწორებას, კერძოდ ახალ მოძრაობაზე “ერთად სახლში” რომელიც მისი თქმით, ქვეყანაში და ხელისუფლებაში დაბრუნების დასაბამი გახდება.

ის, რომ ოპოზიცია მიტოვებულია და მასში შემავალი სუბიექტებიც დაიფანტნენ კარგად ჩანს მათ სოციალურ ქსელებსა და აქტივობებშიც, გუშინ თუ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ვაშაძე რეალურად ამ ქვეყნის პრეზიდენტია, დღეს ის არა თუ ამას, არამედ საერთოდ გრიგოლ ვაშაძესაც კი აღარ ახსენებს.

დუმს თავად გრიგოლ ვაშაძეც, აღარსად ჩანს  გიორგი ვაშაძე, არც თაკო ჩარკვიანი და ის ე.წ ლიდერები, რომლებიც ორიოდე დღის წინ დიდ სამოქალაქო გაერთიანებასა და ლამის ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღებას აანონსებდა.

კითხვაზე, თუ რას აპირებს ოპოზიცია ან რა არის მათი მოთხოვნა, პასუხი არის არაერთგვაროვანი და სტანდარტული, რომ ისინი აიძულებენ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რომელიც იქნება პროპორციული და არა მაჟორიტარული პრინციპით.

იმედგაცრუებულმა მიხეილ სააკაშვილმა ფსონის დადება აღარ ისურვა დამარცხებულ ე.წ კოალიციასთან და ამბიციებში ჩაფლული ახლა სულ სხვა გეგმებს აწყობს. რას იზამს ოპოზიცია, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მათი ნაბიჯებით იკვეთება, რომ სიმწრით შეკოწიწებულ ერთობას დიდი დღე არ უწერია.