ბიძინა ივანიშვილმა დღეს ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერმა ამომრჩევლებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო. ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე გაამახვილა. ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფატი ხალვაშმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ თხილაიშვილმაც. აქციაზე სიტვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აჭარა-გურიის სააღმრულებლო ბიუროს თანამშრომელი, ირაკლი მიქელაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა და „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა. ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ მიიღო