ბიძინა ივანიშვილს ლანჩხუთმა უმასპინძლა(VIDEO)

ბიძინა ივანიშვილს ლანჩხუთმა უმასპინძლა(VIDEO)

„ქართული ოცნების“ ლიდერი ლანჩხუთში ამომრჩეველს შეხვდა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების საკითხებზე. საუბარი შეეხო წინაასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ბიძინა ივანიშვილმა ლანჩხუთელებს არჩევნებზე მისვლისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თემურ ჩხაიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შეხვედრას „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ესწრებოდა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურა მოიხსნას თემურ ჩხაიძის სასარგებლოდ.
„ყველანი მოდით არჩევნებზე, გააკეთეთ სწორი არჩევანი! გპირდებით, რომ თქვენს ყოველ ხმას დავიცავთ!“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა