„საქართველოს რკინიგზა

„საქართველოს რკინიგზა"   დამატებით რეისებს ნიშნავს

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 28, 29, 30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 29 და 30 დეკემბერს.

ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო  შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის  ვაგონები.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877

გასვლა                ჩასვლა           გამოსვლა                 ჩამოსვლა

08:50                      14:43                 17:05                            22:45

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა                ჩასვლა              გამოსვლა                ჩამოსვლა

10:30                       15:30                    17:10                               22:05

„საქართველოს რკინიგზა" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!