„მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება

„მივაღწიეთ იმას, რომ 2019 წელი ჩინჩალაძის წელი არ იქნება"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დამტკიცების საკითხის გადადებას ეხმაურება.

მოსამართლეობის კანდიდატების, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო. მისი შეფასებით, წარდგენილი კანდიდატები არ იმსახურებენ უზენაეს სასამართლოში მანდატებს.

„სიაში შემავალი კანდიდატები არ იმსახურებენ ამ მანდატს, პირველ რიგში, საუბარია, რა თქმა უნდა, მიხეილ ჩინჩალაძეზე. გაზაფხულზე გადატანა დიდ საზოგადოებრივ დისკუსიას და მსჯელობას მოიტანს. ქართველი ხალხი იტყვის თავის სიტუაციას და ეს არ მოხდება საახალწლო სუფრასთან, როგორც ახლა აპირებდნენ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თუ ეს ქვეყანა იქნება დემოკრატია, ჩვენ შესაბამისი მანდატების, შესაბამისი კალიბრის იურისტები გვეყოლებიან უზენაეს სასამართლოში,“ - განაცხადა დოლიძემ.