ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა ამბობს, რომ განგებ ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ნაცმოძრაობის ლიდერები მიეყიდნენ ივანიშვილს, ფული აიღეს, ხალხი გაყიდეს.
"აი, ასეთ რაღაცაებს ავრცელებენ სრულიად შეგნებულად, რომ ჩვენ ერთმანეთს დავერიოთ და ჩვენი ყველაზე აქტიური ხალხი გამოხშირონ და ამ ყველაფრის ფონზე წაიღოს "რუსთავი 2″.
პირველი ტურის შემდეგ ივანიშვილმა შეწყვიტა ღამის ათ საათზე დაძინება, დაკარგა ღამის ძილი, შეწყვიტა სტაფილოს წვენის სმა და ერთი თვე იყო საშინელ წამებასა და ტანჯვაში. ის არ აპირებს ეს აპატოს ერთიან ოპოზიციას და ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა სააკაშვილმა.