აქამდე რატომ არ გამოაქვეყნეთ ეს სკანდალური, ჩემი მამხილებელი და დამღუპველი მასალები? -ქაცარავა-კილაძის დაპირისპირება

აქამდე რატომ არ გამოაქვეყნეთ ეს სკანდალური, ჩემი მამხილებელი და დამღუპველი მასალები? -ქაცარავა-კილაძის დაპირისპირება

ჟურნალისტი ელისო კილაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერ დავით ქაცარავას ღიად დაუპირისპირდა და ის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წელს არის გადაღებული და მასში დავით ქაცარავა რუსეთის მოქალაქეებს ხვდება ერთ-ერთ რესტორანში.

“ორმაგი სტანდარტი ტეხავს-გემშვიდობებით მეგობრებო! ვწუხვარ რომ მარინა ძაგნიძის ფული ლუსტრატორი აღმოჩნდა. 2017 წელს რუსეთი ოკუპანტი იყო .ახლაც ოკუპანტია და მათთან ერთად ტურისტული პროექტები ტეხავს.მშვიდობით ,გმირო”– დაწერა კილაძემ, რასაც ქაცარავამ უპასუხა.

დავით ქაცარავა: “რამე ახალზე მესაუბრეთ. მაგალითად მღებრიშვილთან კულუარულ შეხვედრაზე  9 თვის წინანდელი, უკბილო მასალა არაადეკვატურია იმ მუქარების, რაც გააჟღერეთ, აქამდე რატომ არ გამოაქვეყნეთ ეს სკანდალური, ჩემი მამხილებელი და დამღუპველი მასალები? დამინდეთ?

ელისო კილაძე: ირონიაში ვერ გადაიტან გმირო-რუსების გვარები,სახელები,ვინ არიან რა ბიზნესპროექტზე შეთანხმდით !

დავით ქაცარავა: სხვათაშორის გამოგრჩათ ჩემი მონაწილეობა რუსულ სერიალებში! ამასაც ველოდებით! დადეთ ჩემი მხილება! რადგან ლუსტრაციაა, ბოლომდე მოხდეს! ალბათ ძაგნიძეც ალფა ბანკის თანხებს ათეთრებს და ეს სქემაც გაშიფრეთ.

ელისო კილაძე: ჯომარდობის ფედერაციიდან დავიწყებ-საინტერესო ამბებს მიყვებიან.სერიალები არ მაინტერესებს,ალფა ბანკის კულტურული პროექტები უფრო.აბა,კარგად!

დავით ქაცარავა: ვინმემ დაუდეთ იგივე მასალაზე აწყობილი ობიექტივის სიუჟეტი. ჩაგივარდათ სენსაცია. მე მღებრიშვილთან კულუარული შეხვედრის ჩანაწერს ველოდი

ელისო კილაძე: ქაცარავა გმირს კითხეთ ვინ არიან ეს რუსები.მე ღიად წავედი ინაუგურაციაზე,ქაცოს რუსებთან ქეიფი არ გაუმხელია.ნუ ჩქარობთ-საუბრის შინაარსს,სხვა დეტალებს გზადაგზა მოგაწვდით.