მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქე მთვარისან ნავერიანმა და რამდენიმე მხარდამჭერმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. საკითხი ეხება 2018 წლის მაისში, მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქე მთვარისა ნავერიანს “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო მოგვიანებით ნიკა გვარამიამ ფეისბუქით ბოდიშიც მოიხადა.
მთავარმა პროკურატურამ მთვარისა ნავერიანი დაზარალებულად ცნო. მთვარისა ნავერიანისა და მისი უფლებადამცველის განცხადებით საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება დამნაშავის დასასჯელად.