საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ემიგრანტებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. სავარაუდოდ, საქართველოში მყოფ თანაგუნდელებზე იმედგაცრუებული ექს-პრეზიდენტი მხრდამჭერებს უცხოეთში ეძებს და ახალ მოძრაობას – „ერთად სახლში“ – აანონსებს.
ის იმედოვნებს, რომ ემიგრანტების ტალღა აზვირთდება და მას საქართველოში გაზაფხულამდე ჩაიყვანს. სააკაშვილის დაპირებებსა და მოწოდებებს “ტაბულა” გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე საკრაზმით ეხმაურება:
“გვირაბში ვერ შეეტია, ისე აზვირთდა და ტალღად მოიწევს.
პ.ს. მე პირადად, ფიფქებად მოსული მინდა ვნახო ,” – წერს ჩერგოლეიშვილი.