ზურაბ ჯაფარიძე:  “რატომაც არა?! – ეს აქამდე არავის გაუკეთებია…“

ზურაბ ჯაფარიძე: “რატომაც არა?! – ეს აქამდე არავის გაუკეთებია…“

“ჯაფარამეკვლედ” – სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, დაფინანსების მიზნით „გირჩი“ აუქციონს აწყობს.

აღნიშნულის იდეის შესახებ, მთავარმა გმირმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” ისაუბრა:

“გულწრფელი, რომ ვიყო, იდეის მთავარი იზანი არის – პარტიისთვის შემოწირულობის გენერირება. რამდენად კარგი ფეხი მაქვს არ ვიცი, მაინცდამაინც არ მჯერა ეგეთი რაღაცების – კარგი და ცუდი ფეხის, მაგრამ არის რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც უხარიათ ჩემთან შეხვედრა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თუ ვინმეს უნდა ვინმესთან სტუმრად მივიდეს, რატომაც არა?! – თან, ახალი წლის ღამეს ადამიანები უნდა გაახარო…

ამ რაღაცებზე რომ ვლაპრაკობდით, (ძირითადად შემოწირულობის გენერირებაზე იყო საუბარი) ეს იდეა  გაჩნდა… მგონია, რომ საინტერესოა, ყოველშემთხვევაში აქამდე არავის გაუკეთებია“ , – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის კითხვის საპასუხოდ.