თბილისში გაზის ტარიფი შემცირდა

თბილისში გაზის ტარიფი შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი მცირდება. ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.

დღეს დადგენილი ახალი ტარიფი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის" აბონენტებს შეეხება.

ამჟამად ბუნებრივ აირზე თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია. აქედან გამომდინარე, ახალი გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იქნება.

​სემეკ-ის განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება: ტრანსპორტირება, განაწილება და მიწოდება. მათივე ცნობით, ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტებში ფასის შემცირების გამო, შესაძლებელი გახდა თბილისში სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც.