კახა კალაძე: დღეს „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია

კახა კალაძე: დღეს „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია

 

გელოდებით ყველას 28 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგოროც დედაქალაიქის მერმა აღნიშნა, საახალწლო სოფელი 28 დეკემბერს გაიხსნება.

„28 დეკემბერს ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, ძალიან ლამაზი. მინდა, ყველა დავპატიჟო. მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევ 28 დეკემბერს 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე. გარდა ამისა, თოვლის ბაბუაც მოდის, გზაშია. დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით" ვესაუბრე თოვლის ბაბუას, ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს, შვილებს და მომავალ თაობებს. ასე რომ, გელოდებით ყველას, ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთა, 28 დეკემბერს თბილისში გაიმართება „გუფილენდის" კონცერტი, შოუს განაგრძობს დიჯეი.

მერის ინფორმაციიით, თბილისში 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი შოუები.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ განაცხადა, ქართველი თოვლის ბაბუა სვანეთიდან ჩამოდის. მისივე შეფასებით, სანახაობა ზღაპრული იქნება.