საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ირწმუნება, რომ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ შეიცვლება.
"არ ვიცი, რატომ ვრცელდება ასეთი ინფორმაცია, რომ ტარიფი რამდენიმე თეთრით გაიზრდება. აქ არ არის ამაზე ლაპარაკი, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მთავრობა სერიოზულად არის ჩართული ამ საქმეში, რომ მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს. შემიძლია დარმწუნებით ვთქვა, რომ მოსახლეობისთვის ტარიფი არ შეიცვლება", – აღნიშნა რევაზ არველაძემ.
ორი დღის წინ "რეზონანსი" წერდა, რომ ამჯერად სემეკი მოერიდება საყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდა და მხოლოდ კომერციულ სექტორს გაუძვირდება გადასახადი.