კონსტანტინე გამსახურდია ეკონომიკის მინისტრის უცნაურ გამონათქვამებს ეხმიანება:
,,ამასწინათ თქვა, ზოგჯერ ხალხს აქვს განცდა, რომ ცუდად ცხოვრობს, მაგრამ სინამდვილეში კარგად არისო. მაშასადამე, არის სამსახური, უბრალოდ არ უნდათ დიასახლისებს და მორჩა. ახლა მივხვდი, ეს კაცი ვინ არის: ეს ხომ რეინკარნირებული ჯეჯელავაა ოღონდ განათლებიდან ეკონომიკაში, "წიქარას" და "კომბლეს" თავისი დაუსრულებელი ტალკავანიებით.
რატომ რუსული სიტყვა? იკითხავს მავანი. "განმარტება" ან "თარგუმანებაი" არა? არა ზუსტადაც ეგ, ბარბარიზმი ასახავს", - წერს გამსახურდია.