"ტაბულას" რედაქტორი თამარა ჩერგოლეიშვილი ეკონომიკის მინისტრის იმ სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც გიორგი ქობულიამ თქვა, რომ დიასახლისებს მუშაობა არ უნდათ:
"დიასახლისი მუშაობს! იდიოტის გარდა არავინ იტყვის, რომ დიასახლისს მუშაობა არ უნდა – დიასახლისობა საქმეა და მუშაობას მოითხოვს. ვინც მაგას ამბობს, სიამოვნებით ვადიასახლისებდი – დავარეცხინებდი, დავაუთავებინებდი, დავალაგებინებდი, საუზმეს, სადილს, ვახშამს მოვამზადებინებდი, ბავშვებს მივაბარებდი – მუშაობა გააკეთილშობილებდა", - წერს ჩერგოლეიშვილი.