"თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნა, "2020NEWS“ -თან საუბარში ადასტურებს.
შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას ყოფილი თანამებრძოლი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, საინფორმაციო საშუალებებში გამოჩნდა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში ბრუნდებოდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლის სურვილის გამო.
შეგახსენებთ, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანი ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, იგი პოლიტიკიდან წავიდა.