მოსამართლის ტირადა:

მოსამართლის ტირადა: "უზრდელმა ანა დოლიძემ მომაყენა შეურაცხყოფა... ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი, არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს "უზრდელს" უწოდებს. მეთოფიშვილი ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ბოლო პერიოდში საბჭოს სხდომებზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

"გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, უზრდელმა ანა დოლიძემ მომაყენა პირადი შეურაცხყოფა, კერძოდ, მითხრა, რომ საბჭოში მაქვს ჟირინოვსკის ფუნქცია.

თავიდან ვიფიქრე შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფითვე ვუპასუხო, მაგრამ გადავიფიქრე, ვინაიდან ამ შემთხვევაში გავხდებოდი ისეთივე უღირსი და უზრდელი რიგორიც თვითონ არის.

ამასთან ერთად, გამახსენდა, რომ ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოს..., ასევე, გამახსენდა, რომ უზრდელი ანა დოლიძე არის ქალბატონი. გამახსენდა ჩემი სტატუსი და ეთიკის ნორმები და... შევიკავე თავი" - წერს მოსამართლე.