ვინ არის მამა-შვილი, ვისაც წავკისში 2 კაცის მკვლელობა ბრალდება

ვინ არის მამა-შვილი, ვისაც წავკისში 2 კაცის მკვლელობა ბრალდება

წავკისში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს. როგორც ირკვევა, 26 ლექსო და 28 წლის დათო ფეიქრიუშვილების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დაკავებულთაგან 2 მამა-შვილია.

პოლიციამ 27 წლის გიორგი აბულაძე მაშინ დააკავა, როცა ის 46 წლის მამასთან, ნიკოლოზ აბულაძესთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს აბულაძეების ოჯახის ახლობელი 25 წლის ანრი ყურაშვილიც.

ამასთან, გარდაცვლილთა ბიძაშვილი, ლუკა ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ ლექსოს (ერთ-ერთი მოკლული) ნიკოლოზ აბულაძე იჭერდა, გიორგი აბულაძე კი მას დანით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა.

მისივე ინფორმაციით, მამა-შვილმა ადრე მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს და მათ ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვეს.