”კალაძეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არ მივუწვევივარ”

”კალაძეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არ მივუწვევივარ”

პოლიტოლოგი და ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

”კალაძეს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არ მივუწვევივარ, თუმცა რამდენჯერაც მან ან პრემიერ(ებ)მა ოფიციალურ ღონისძიებებზე მიმიწვიეს, არცერთხელ არსად წავსულვარ. ამ მიწვევების სანაცვლოდ ან სოფელში მივდიოდი ხოლმე ან სტუდენტებს ვხვდებოდი, ასე მერჩივნა და ზოგადად, მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალურ ღონისძიებებზე არ მიყვარს სიარული. ალბათ როდესმე მივალ მსგავს შეხვედრაზეც, ოღონდ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში…

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს შერჩევითობები, რაც ხშირად მოხელეებს ახასიათებთ, არაა ეთიკურად გამართული ქცევები, საკმაოდ ბევრჯერ შემიმჩნევია ბევრის მიმართ, მხოლოდ ჩემს თავს არ ვგულისხმობ.

სახელმწიფო სექტორის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მიკერძოებული შერჩევითობა პირველ რიგში მხოლოდ მოხელეებს უწევს საერთო ჯამში ცუდ სამსახურს, ადრე თუ გვიან.”- წერს არჩილ გამზარდია.