გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას მაღალჩინოსნები აკითხავენ - გაჩიანის მოსახლეობა

გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას მაღალჩინოსნები აკითხავენ - გაჩიანის მოსახლეობა

მაღალჩინოსნები, რომელიც გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას რეგულარულად აკითხავენ - ადგილობრივები სკანდალურ განცხადებას " რუსთავი 2", - თან აკეთებენ.

სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა. ამ მაღალჩინოსნის ზუსტი ვინაობა გაჩიანელებმა არ იციან, თუმცა დაინახეს, რომ მან სამართალდამცველებს თავისი მანდატი წარუდგინა, ხაზი გაუსვა რომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობს და ტერიტორია მშვიდად დატოვა.

ადგილობრივების თქმით, ფაქტი 5 დღის წინ, ღამის 2 საათზე მოხდა. დეპუტატმა მიწაში დამალული ნარკოტიკი ამოიღო, სწორედ ამ დროს გამოიძახეს მათ პოლიცია.

"ეს ჩვენთვის წმინდა ადგილია. უკვე ათი დღეა ვებრძვით. ერთ დღეს ვიჭერთ და პოლიციას ვაბარებთ. იგივე ხალხი მეორე დღეს ისევ მოდის აქ. ერთ-ერთმა მოწმობა მაჩვენა და მითხრა, რომ პარლამენტში მუშაობს. პოლიციაც მოვიდა და თქვა რომ პარლამენტში მუშაობენ. ამიტომ გაუშვეს. რა უნდოდა აქ ღამით? თან ქალიც ახლდა", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "რუსთავი 2"- თან.

მოსახლეობა ამბობს, რომ სასაფლაოს ღობეც შემოავლეს, თუმცა მალევე ის მოიპარეს.