სოფია ხორგუანი  : “…და ბიუჯეტის ქურდი და კრიმინალი რომ არის, ეგ ამბავი სად დატოვა?!”

სოფია ხორგუანი  : “…და ბიუჯეტის ქურდი და კრიმინალი რომ არის, ეგ ამბავი სად დატოვა?!”

ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, რომლისთვისაც 3-წლიანი სასჯელი მოიხადა, ამბობს, რომ საქმის წარმოების დასაწყისშივე გამოვიდა და აღიარა, რომ მან დანიშნა ეს ხალხი თბილისის მერიის უწყებებში. ამის შესახებ მან “იმედი LIVE”-ის ეთერში თქვა.

“მე რომც არ გამეკეთებინა,ჩემ ქვევით გავიშვერდი ხელს იმას ციხეში გაუვშვებდი და მე ვიქნებოდი სახლში? აქ საუბარია პროპორციულობაზე”, – განაცხადა გიგი უგულავამ. მისი თქმით, ამისთვის საპატიმროს და 9 და 40 წლიან მუხლებს არ იყენებენ.

მან დავით კირკიტაძის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ მართალია ის არასწორად მოიქცა:

“არ შეიძლება პოლიტიკური აქტივისტი და ბანდიტი, რომელიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს ერთი მუხლით სამართლდებოდეს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ახლა პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანია. ის 2014 წელს დააპატიმრეს. სახელმწიფო მას რამდენიმე კორუფციულ დანაშაულშიედავებოდა. სისხლის სამართლის პირველი ბრალდებები უგულავას 2013 წლის თებერვალში წაუყენეს – მაშინ ის თბილისის მერი იყო; მან საპატიმრო, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2017 წლის 6 იანვარს დატოვა. გიგი უგულავა ბრალდებულია ასევე ტელეკომპანია “იმედის საქმეზე”, თუმცა ამ ეპიზოდზე პატიმრობა შეფარდებული არ აქვს. “იმედის საქმეზე”, რომელიც მოიცავს ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს, რომლებიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს გადაწყვეტილებებს იღებდნენ, სასამართლო გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

აღნიშნულ ინფორმაციას imedinews.ge – ზე ვკითხულობთ, რომელსაც იურისტი სოფია ხორგუანი სოციალურ ქსელში რეპლიკის სახით ეხმაურება:

“ამ კაცს თავი პოლიტიკური აქტივისტი და ლიდერი ჰგონია? და ბიუჯეტის ქურდი და კრიმინალი რომ არის, ეგ ამბავი სად დატოვა?!”, – წერს ხორგუანი “ფეისბუქის” გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “უბრალოდ უტიფარია! და ჩვენი მედიის გამკვირვებია, ამ კაცის აზრი სახელმწიფოს მოწყობაზე რატომ უნდა აინტერესებდეთ?”