როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა და ამას საზოგადოება ხედავს, ოჯახის და ქვეყნის შემოსავლების ზომით.
დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროდ არც გამოსავალი არსებობს და არც გამოსავლის გზები ხელისუფლებისგან, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.
„ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოუდგენელია ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე. განვლილი 6 თვიდან ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. პირიქით, მივდივართ უკან და უკან. როცა მინისტრი ამბობს, რომ ხალხი კარგად ცხოვრობს და ამას ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქვეყანაში. მთავრობა მოწყდა ხალხს, აი ეს არის მთავარი ვერდიქტი, ეკონომიკის მინისტრის სასაცილო გამონათქვამისა", - განაცხადა გოცირიძემ.