ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს. ქობულიამ დღეს მედიის წარმომადგენლებთან მისივე განცხადება განმარტა.
„მე ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, თან ძალიან. თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს იქ აღმოაჩენთ, რომ მე ზუსტად ასე ვთქვი. საქმე იმაშია, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ყოველი მეხუთე ადამიანი არის ღარიბი. მე ვთქვი, რომ უბრალოდ ეს გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება ის არ უარესდება, მაინც ძალიან მძიმეა. ეს საკითხი არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. თქვენ მე მიწვევთ რამე ისეთი ვთქვა, რომ მერე ამოჭრათ სხვანაირად", - განაცხადა ქობულიამ.
რამდენიმე დღის წინ გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირთ, მაგრამ ეს ასე არ არის.