შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 დეკემბერს წავკისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 3 პირი.
წავკისი მომხდარ საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი აბულაძეები. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, მამა, რომელიც კრიმინალური ტრადიციების მიმდევარია, შვილს წავკისში საქმის გასარჩევად გაჰყვა.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში მონაწილეობა ორივემ მიიღო. კიდევ ერთი დაკავებული პირი, რომელსაც ბრალადა ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, გვარად, ყურაშვილია.
უწყების ინფორმაციისთვე, "დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა".