იტალიაში საქართველოს მოქალაქეს ვეფხვმა ხელის მტევანი მოაგლიჯა. Il Fatto Quotidiano -ს ცნობით, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში მოქალაქე ჯერ გაშიშვლდა და „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა.
როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო.
მოქალაქეს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარეს.