“პოპულიზმისკენ გადაიხარა…” – გიგი უგულავა “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“პოპულიზმისკენ გადაიხარა…” – გიგი უგულავა “ნაციონალურ მოძრაობაზე”

ბევრი პრობლემა ჰქონდა ამ აქციას შიგნითაც იყო აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ არ უნდა დავწიოთ ის მუხტი და ის  მანდატი რომელიც ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ დღის წესრიგში დააყენა“, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „იმედი LIVE“- განაცხადა.

მისივე თქმით, მის პარტიას გამარჯვებისთვის სჭირდება დრო და მედია რესურსი, რომელიც ამ არჩევნებზე თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ორი პარტიის ომში. გიგი უგულავამ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის განსხვავებებზეც ისაუბრა.

„პირველი და მთავარი  განსხვავება, “ევროპულ საქართველოს” მიაჩნია, რომ  ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნებით და არა სხვა გზით. მეორე – “ევროპული საქართველო” არის მწყობრი მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, განსხვავებით “ნაციონალებისგან” რომელიც პოპულიზმისკენ გადაიხარა. მესამე – ყველაზე მეტად ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია.

2012 წელს მოხდა მნიშვნელანი რამე არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება და ეს იყო ყველაზე მაღალი მოსვლა ადამიანების. ხელისუფლებაში მოსვლისთვის აუცილებელია მილიონზე მეტის აღება და შენარჩუნებისთვის აუცილებელია მილიონზე მეტი ხმის მიღება. ამიტომაც არის რევოლუცია გამორიცხული და ძირშივე წარუმატებელი”, – განაცხადა უგულავამ.

ამასთან,  უგულავამ სხვა პარტიებთან განსხვავებაზე ლაპარაკის დროს განაცხადა, რომ შურისძიებას არ აპირებს.