ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდათ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდათ

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებლის დავით ქაცარავას განცხადებით, “ძალა ერთობაშიას” საპატრულო ჯგუფის 3 წევრს H1N1 ტიპის ვირუსი დაუდგინდა.

მისი ინფორმაციით, ისინი ატოციდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქარელის რაიონულ სავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი მოქალაქის ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურა.

„ერთ-ერთს უკვე ზუსტად დაუდგინდა H1N1-ის ვირუსი, დანარჩენ ორსაც ანალოგიური სიმპტომატიკა აღენიშნება და მათი გადმოყვანა დავგეგმეთ თბილისში ქარელიდან. ეპიდემიასთან შეიძლება გვქონდეს საქმე თუმცა ჩვენი პატრულირება არ გაჩერდება,“-განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ.