პატრულიდან „ქართულ ოცნებაში". საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეც დანიშნულების რაზმის ოფიცერმა, ანზორ ფანჩულაძემ სამსახურიდან წასვლის თაობაზე პატაკი დაწერა. მიზეზად ის პოლიციის პოლიტიზირებას ასახელებს. ფანჩულაძის თქმით, ხელმძღვანელობისგან იყო გააფრთხილება მითითების მიიღების შემთხვევაში, აქციები უნდა დაერბიათ. ოფიცერმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა და „ქართულ ოცნებას" შეუერთდა, მისი განცხადებით ეს ერთადერითი რეალური ძალაა ქვეყანაში. ფანჩულაძის განცხადებით, მის ყოფილ თანამშრომლებიდან ბევრს აქვს სამსახურიდან წამოსვლის სურვილი, ამიტომ მათ გამბედავობისა და ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.