საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩეველთა გუნდი წარადგინა.
“დაინიშნა ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია. ქეთევან მახარაშვილი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება, დაევალება მას ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებული დაკითხები და გენდერული თანასწორობის საკითხებში, პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დროებით ასევე პრეს-სპიკერის ფუნქციას შეითავსებს.
დიმიტრი გაბუნია იქნება საპარლამენტო მდივანი. სიმონ პეტრედისი – მრჩეველი შშმ პირების საკითხებში.
პრეზიდენტის სასახლე ბოლომდე არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ამას დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან.
ნათია სულავა – მრჩეველი დიასპორის ასევე მოქალაქეობის საკითხებში. აკია ბარბაქაძე – მრჩეველი სამხედრო საკითხებში. ირინა შენგელია – საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში.
კოტე ნაცვლიშვილი – მრჩეველი კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე წარადგინა სტაჟიორი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, მისი თქმით, არის ქართველი, ცხოვრობდა ემიგრაციაში და სტაჟირების შემდეგ პრეზიდენტის გუნდის წევრი გახდება.
”პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღიაა ყველასთვის, ვისაც ექნება სურვილი და კომპეტენცია შემოგვიერთდეს და დაბრუნდეს ქვეყანაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.