“ივანიშვილი ან საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ან დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე”

“ივანიშვილი ან საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, ან დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე”

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ 2019 წელს ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს სერიოზული რეფორმა გაატაროს - ინსტიტუციური წესრიგი აღადგინოს პრემიერის პოსტზე დაბრუნებით.

"თუ ინსტიტუცია და ძალის ცენტრი გადაწყვტილებებში ვერ არის ეფექტური, ანუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ბუნდოვანია, შესაბამისად, ქვეყანა არ იმართება და სისტემა განიცდის დეგრადაციას.

"ეს არის მოცემულობა და სისტემური ამოცანაა ინსტიტუციისა და ძალის ცენტრის თანხვედრაში მოყვანა. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი ან საერთოდ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, რაც ჩემი აზრით დამაზიანებულია, რადგან მისი პოლიტიკიდან გამიჯვნა გამოიწვევს მყიფე სისტემის ჩამოშლას, რაც სახიფათოა.

"ან, კი არ წვიდეს, პირიქით ინსტიტუციურად მოხდეს მისი დაბრუნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამით არის შანსი სახელმწიფო გამოწვევებს უპასუხოს.

"თუ ივანიშვილი აპირებს ისევ პულტით, დისტანციურად თემების გადაწყვეტას და მართვას, ეს უპერსპექტივოა და ილუზიაა. მისთვისაც ცუდია, რადგან ისევ მოხდება აპელირება ჩრდილოვან მმართველობაზე.

"მე ლიდერობაში ვგულისხმობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემების გადაწყვეტა, თუ ეს თვისება არ აქვს და მე ფოკუსებს ჩავატარებ შორიდანო, ეს მისი ლიდერობის უპერსპეტივობას ადასტურებს"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.